ქმარი მეუბნება, რომ ოჯახის ბიუჯეტიდან ფულს სისულელეებზე ვხარჯავ, მაგრამ მე არ ვეთანხმები.


ოჯახური ბიუჯეტი კონფლიქტის საგნად შეიძლება ყველაზე მოსიყვარულე ოჯახშიც იქცეს. ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია როდესაც ფული ძალიან ცოტაა და თვიდან თვემდე გვიწევს თავის გატანა. ფული საკმარისი არ არის და იწყება კამათი, ჩხუბი და გარჩევები. ოჯახის საერთო ფული კარგია მაგრამ, მხოლოდ მაშინ როდესაც ის საკმარისად გაქვთ. ჩვენი რედაქცია ამ სტატიაში მოთხრობილი ისტორია სწორედ ფინანსურ პრობლემასთან არის დაკავშირებული.

საერთო ფული ოჯახში

"დილით სამსახურში წასასვლელად გავემზადე. გავიმზადე ჩაი და ბუტერბროდები. მეუღლეც გვერდით მეჯდა და ჩაის მიირთმევდა. აქვე გამახსენდა, რომ ძეხვი გაგვითავდა. მეუღლეს ვთხოვე ცოტა ფული დაეტოვებინა პროდუქტების საყიდლად.

მან შემომხედა და უკმაყოფილოდ მკითხა ჩემი ფული რაში დავხარჯე. ისე მკითხა თითქოს მილიონებს ვიღებ. მეწყინა, პასუხიც არ გამიცია.

ახლა ცოტა ჩვენი ოჯახის შესახებაც უნდა მოგიყვეთ. ჩვენ ოთხნი ვცოვრობთ: მე, მეუღლე და ორი შვილი. როდესაც პატარა ბავშვი ბაღში შევიყვანე - მუშაობა დავიწყე. პრიორიტეტად კარიერული ზრდა ავირჩიე, ხელფასი კი მცირე იყო. სამსახური სახლთან ახლოს არის და უფროსობაც საკმაოდ ლოიალურია. რადგან ორი პატარა შვილი მყავს ხშირად მიწევს გამოსაშვები დღეების აღება და ზოგჯერ რამდენიმე საათითაც ვეთავისუფლები.

ქმარი მეუბნება, რომ ოჯახის ბიუჯეტიდან ფულს სისულელეებზე ვხარჯავ, მაგრამ მე არ ვეთანხმები.

სამსახური ძალიან რთული არ არის თუმცა ხელფასიც შესაბამისად დაბალია. დღის 4 საათამდე ვმუშაობ, შემდეგ კი ბავშვი ბაღიდან გამომყავს, პროდუქტებს ვყიდულობ, სადილს ვამზადებ და სახლის საქმეებს ვაგვარებ. ზოგჯერ თვის ბოლო რამდენიმე დღეს კარტოფილსა და ბურღულელუზე ვსხედვართ, ხელფასის დარიცხვის შეტყობინების მოლოდინში.

ვცდილობ ყოველი თეთღი დავზოგო. მე და მეუღლეს ამის გამო შეკამათება მოგვივიდა, ის წუწუნებს, რომ ბევრს ვხარჯაც და ეკონომიაა საჭირო. მე კი ვუხსნი, რომ ნაკლების დახარჯვა კი არა მეტის გამომუშავებაა საჭირო. თუმცა ის ამ საკითხზე უფრო მეტს და მეტს წუწუნებს.

ქმარი მეუბნება, რომ ოჯახის ბიუჯეტიდან ფულს სისულელეებზე ვხარჯავ, მაგრამ მე არ ვეთანხმები.

ადრე საქმე ჩხუბამდე არ მიდიოდა მაგრამ, დღეს გამომიცხადა, რომ ფულს ვფლანგავ. მოდით გავარჩიოთ: კვირაში ორჯერ პროდუქტებს ვყიდულობ. ვაჟს ჯიბის ფულს ვაძლევ, სკოლაში კვების ფულსაც ვიხდი, ამ თვეში კომუნალურებიც ჩემი ფულით გადავიხადე და სულ ეს არის, ჩემი ფული დაიხარჯა.

ქმარი მეუბნება, რომ ოჯახის ბიუჯეტიდან ფულს სისულელეებზე ვხარჯავ, მაგრამ მე არ ვეთანხმები.

დილით მას მშვიდად ავუხსენი თუ სად დავხარჯე ფული. საღამოს მოვიდა და ეს საუბარი კვლავ გამიგრძელა. ახლა ითხოვს საყიდლების ჩეკი წარვუდგინო. ამბობს, რომ ფულს სადღაც ვხარჯავ და მას არ ვეუბნები. მე დასამალი არაფერი მაქვს მაგრამ, არც ამ დეტალების გავლის ვალდებულება მაქვს. ეს ხომ ჩემი ფულია?! მართალი ოჯახში საერთო ფული გვაქვს მაგრამ, მას რატომ უნდა ვაბარებდე ანგარიშს?!

რედაქციისგან

ასეთი სიტუაციები იშვიათობა არ არის. ხშირად ფულის საკითხს ჩხუბთან და კონფლიქტთან მივყავართ. როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა?! ამ შემთხვევაში ორგანიზებული ბიუჯეტი დაგეხმარებათ. თუ სახლის ბუღალტერია გექნებათ, ყველაფერი გაცილებით იოლად იქნება.

ქმარი მეუბნება, რომ ოჯახის ბიუჯეტიდან ფულს სისულელეებზე ვხარჯავ, მაგრამ მე არ ვეთანხმები.

ჩვეულებრივ რუტინული ხარჯი თვეში რამდენჯერმე მეორდება. მაშ რატომ არ უნდა გამოთვალოთ კონკრეტული თანხა რომელიც ამ თვეში დაგჭირდებათ და ცალკე შეინახოთ. ასე უფრო გასაგები იქნება თუ რაზე დაიხარჯა ფული. შეგიძლიათ თვის ხარჯი სრულად ჩამოწეროთ და თვის ბოლოს გადახედოთ თუ რაში იხარჯება ყველაზე მეტი ფული.

ქმარი მეუბნება, რომ ოჯახის ბიუჯეტიდან ფულს სისულელეებზე ვხარჯავ, მაგრამ მე არ ვეთანხმები.

ის რომ ქმარი მეუღლისგან ჩეკებს ითხოვს არასწორია. მას ხომ უნდა ესმოდეს თუ რამდენი ჭირდება ოჯახს და რაში რამდენ ფულს ხარჯავენ. ისიც გაითვალისწინოს, რომ ქალბატონს სახლის საქმეების კეთებაში ფულს არავინ უხდის. ის, ფაქტი რომ ცოლი თავად გამოიმუშავებს თანხას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ოჯახურ საკითხებს უნდა დაახარჯოს და თავისთვის არ გამოიყენოს.

გარდა ამისა ოჯახში ნდობაც უნდა იყოს. როდესაც საქმე ასეთ კონფლიქტამდე მიდის, ოჯახის დანგრევის რისკიც იზრდება. თვენ როგორ თვლით, როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში?! როგორ უნდა დავალაგოთ ოჯახის ბიუჯეტი?!

მკითხველთა შთაბეჭდილებები