რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.


ჩვენს ცხოვრებასა და რეალობაზე ჩვევები დიდ გავლენას ახდენს. უნდა იცოდეთ, თუ რა გიბიძგებთ უკან და რა გეხმარებათ წინსვლაში. თუ პიროვნულად განვითარება გსურთ, oxotv.com-ს რედაქცია გირჩევთ შეისწავლოთ წარმატებული ხალხის ჩვევები, რაც წარმატების და კეთილდღეობის გასაღებია.

რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.

წარმატებული ადამიანების ჩვევები

წარმატება საკუთარ თავზე ბეჯითი მუშაობის შედეგია. შესაბამისად, ის არ მოდის მათთან, ვინც უკეთეს ცხოვრებას პასიურად ელოდება და მიზეზებს იგონებს. რეგულარული მოქმედება და თვითდისციპლინა საჭიროა. რას აკეთებენ ბრძენი და თვითკმარი ადამიანები, რომ მაღალ მწვერვალებს მიაღწიონ?

რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.
  1. პრობლემებს დაუყონებლივ აგვარებენ. ახლად წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად უფრო ნაკლები რესურსი დაგჭირდებათ, ვიდრე მისი შედეგების აღმოფხვრაზე. უდავოდ, წარმატებულმა ხალხმა ეს იცის, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებს დაუყონებლივ აგვარებენ და მიზეზებს არ ეძებენ.

  2. მუშაობენ იქ, სადაც საინტერესოა. ყველაფერი მარტივია: თუ სამსახური ინტერესს არ იწვევს, მაშინ აქ მუშაობა არ ღირს. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინტერესები, უნარ–ჩვევების და ცოდნის ღირებულება, რომელსაც პროცესში იღებთ.

    რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.

  3. სხვებს ეხმარებიან. საქმე ეხება ფულის ან რამის სანაცვლოდ დახმარებას. უბრალოდ ისე, გულით დახმარებას. ოღონდ მხოლოდ მათ, ვისაც გსურთ გულწრფელად დაეხმაროთ. ფრთხილად იყავით ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად და დაჟინებით დახმარებას გთხოვენ, თქვენი სიკეთით სარგებლობენ. მხოლოდ ახლობლებით და ნათესავებით არ შემოიფარგლოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ცხოველების თავშესაფარს ფინანსურად დაეხმაროთ.

  4. მაღალ მიზნებს ისახავენ. წარმატებულ ადამიანს არ აშინებს მიზნად დაისახოს, მაგალითად, წიგნის დაწერა ან თვეში 5000 დოლარის გამომუშავება. რაც უფრო მაღალია თამასა, რომელსაც აწესებთ, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ მწვერვალს.

    რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.

  5. ირგვლივ გამარჯვებულებს და ოპტიმისტებს იკრებენ. თუ გსურთ, მდიდარი და წარმატებული იყოთ, შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც წარმატებას უკვე მიაღწიეს. არ დაუშვათ გარემოცვაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ფსკერისკენ გექაჩებიან და ცდილობენ, რომ ცვლილებები გადაგაფიქრებინოთ. მათი გამოცდილება, ცოდნა შეითვისეთ, რჩევები ჰკითხეთ. თუ მათთან ურთიერთობას ვერ ახერხებთ, შეისწავლეთ. მათი ბიოგრაფიები წაიკითხეთ, მათი წარმატებისკენ მიმავალი გზა შეისწავლეთ და ამ ინფორმაციიდან ამოიღეთ სასარგებლო პრაქტიკა და ტაქტიკა, რომლებიც დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მათი ფიქრების და მსოფლმხედველობის გაგება სცადეთ, დასკვნები გააკეთეთ.

    რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.

  6. საკუთარ თავს კითხვებს უსვამენ. დიალოგი საკუთარ თავთან ძალიან პროდუქტიული პრაქტიკაა. კითხვები შეიძლება იყოს განსხვავებული: „რაშია ჩემი უნიკალურობა?“, „რა მინდა შევცვალო ამ სამყაროში?“, „რა შემიძლია გავაკეთო პირდაპირ ახლა, რომ უკეთესი გავხდე?“ მთავარია, ეს კითხვები პროდუქტიული იყოს. ფიქრებიდან პოზიტიური აზრები გამოყავით და სწორი მიმართულება მიეცით.

    რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.

  7. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებენ. უპასუხისმგებლობა და წარმატება შეუთავსებელი ცნებებია. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, საკუთარ გადაწყვეტილებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღების არ შეგეშინდეთ. ამით სარგებლის მიღება ისწავლეთ.

    8. დღიურს აწარმოებენ. აუცილებელი არაა, რომ ყველაფერი ჩაიწეროთ, რაც დღის განმავლობაში მოხდა. თქვენ შეგიძლიათ ახალი იდეა ან თანამშრომლის შთამაგონებელი სიტყვა ჩაინიშნეთ. ეს შეიძლება იყოს მოსაზრებები, რომლის პროცესში მნიშვნელოვან დასკვნამდე მიხვალთ. თქვენი გამარჯვებები, ასევე შეცდომები ჩამოწერეთ. მათგან ღირებულ გაკვეთილს მიიღებთ.

    რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.

  8. ოცნებობენ. თითქოსდა ბანალურის, მაგრამ ოცნებები პირადი პროგრესის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მოტივაციას და აზრს გვაძლევს. ადამიანი, რომელიც ოცნებას წყვეტს, განვითარებას წყვეტს. მეორე მხრივ, ოცნებები და ფანტაზიები ერთმანეთში არ აგერიოთ. ოცნებებს რეალიზაცია სჭირდება, ფანტაზიას – არა.

    რას აკეთებენ მდიდარი ადამიანები ღარიბებისგან განსხვავებული წესით.

უდავოდ, ჩვენ, ყველა განსხვავებული ვართ. ის, რაც ერთს ეხმარება, მეორესთვის ყოველთვის ეფექტური არაა. და მაინც, არაფერს დაკარგავთ, თუ ცხოვრებაში ამ ჩვევების დანერგვას ეცდებით. იპოვეთ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად ღირებულია. ამავდროულად, შეუპოვრობა და მოთმინება არ დაგავიწყდეთ, რადგან ცვლილებებს დრო სჭირდება.

ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული ადამიანების ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევები ბედნიერები ცხოვრებისკენ მიმავალ გზას გაგიმარტივებთ! წარმატებას გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები