შოკში ვარ, პირი დამრჩა ღია... ცილის წამების გამო ვუჩივლებ... - თამო ვაშალომიძე ნეკა დოროყაშვილს დაუპირისპირდა


დღეს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი იყო, სადაც მოწმის სახით მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი გამოიკითხა. ასევე გავრცელდა ჩანაწერები, სადაც დოროყაშვილი მოდელ თამო ვაშალომიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს და შეურაცხყოფას აყენებს. რასთან დაკავშირებითაც თამო ვაშალომიძემ შმდეგი კომენტარი გააკეთა:
"ეს მართლა თქვა? შოკში ვარ, პირი დამრჩა ღია. მე ქმარი მყავს, ორი შვილი, ოჯახი მაქვს. ცილისწამების გამო ღირსია ვუჩივლო.
მე ამ გოგოსთან არანაირი შეხება არ მქონია, არც მის ქმართან. არც ერთს არ ვიცნობ, ინტერნეტსივრცეშიც კი არ მქონია არანაირი შეხება. ტელევიზიიდან ვიცი ინფორმაცია. როგორც ვატყობ ეს გოგო არაადეკვატურია, მე რა შუაში ვარ საერთოდ... როგორ ბედავს, რომ ჩემს სახელს ახსენებს. ამ თემაზე გავივლი კონსულტაციას ჩემს ადვოკატთან, ქმარი მყავს სამი წელიწადია, ორი შვილი მყავს, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, არავის არ ვეხები" - ამბობს მოდელი ნეკა დოროყაშვილზე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები