წაღებულია 36 000 $, ერთ კილოგრამამდე ოქრო, ბრილიანტის ბეჭდები - მამა თეიმურაზი გაძარცვეს


მამა თეიმურაზის სახლი გაძარცვეს.მძარცველებმა სასულიერო პირის სახლიდან ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის „თუმნიანი“ მონეტები, ოქროს საათები, ბრილიანტის ბეჭდები და 36 000 $ წაიღეს.

დეკანოზი ამბობს, რომ თანხას თვეების განმავლობაში ავტომობილის შესაძენად აგროვებდა.

„36 000 $ წაღებული, მანქანა უნდა გვეყიდა რაჭისთვის“ , - ამბობს „ტვ პირველთან“ საუბრისას მამა თეიმურაზე.


სასულიერო პირის სახლის ძარცვის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი დააკავა. დაკავებულს საქალაქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები