მამა გაბრიელი ამბობდა ბერ ნიკოლოზზე: მას მხარზე ეშმაკი აზისო... ერთხელ ნიკოლოზმა მითხრა ხალხო, ეშმაკები მოვიშორე, ჯინორია ვერაო. სასწაული იუმორი ჰქონდა


გამოცემა პრაიმტაიმი ბერი ნიკოლოზის ერთ-ერთ მრევლს ესაუბრა, რომელიც იხსენებს თუ რას ამბობდა მამა გაბრიელი მასზე. როგორი იყო ურთიერთობაში და როგორ ატარებდა ის სვეტიცხოველში წირვებს.
"ბერებს შორის დირექტორი მე ვარ და ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნება. მას მხარზე ეშმაკი აზის. ბერი ნიკოლოზი ბოლო ჟამის უძლიერესი ბერია საქართველოსი. ის გაგიჟდა..." - ამბობდა მამა გაბრიელი ნიკოლოზ მაქარაშვილზე.
მალხაზ ჯინორია: - მამა გაბრიელი გვეუბნებოდა (მასთან სულ 30 კაცი დავდიოდით), თქვენზე ახლო ვინ მყავს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო.
ოთხი წელი თითქმის 24 საათს მასთან ვატარებდი. სულ რაღაცებს ვეკითხებოდი, ვაწუხებდი, ამიტომ ერთხელ რომ დამინახა, თქვა - ხალხო, ეშმაკები მოვიშორე, ჯინორია ვერაო. სასწაული იუმორი ჰქონდა.

მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზზე ორგვარად საუბრობდა. ცუდსაც ამბობდა და კარგსაც.
ბერი ნიკოლოზი მონასტრიდან რომ წავიდა, მამა გაბრიელმა თქვა: ბერს რომ აგდებენ მონასტრიდან, მან უნდა ითხოვოს არ გააგდონ, უნდა ევედრებოდეს და თუ არ აბრუნებენ, უნდა ილოცოს; ეს კიდე კარდაკარ დადის, ეს როგორ შეიძლებაო?
ჩვენ მამა ნიკოლოზს ვეხმარებოდით და მამა გაბრიელმა გვითხრა, თქვენ ღუპავთ მას, თქვენ რომ არ ეხმარებოდეთ, მონასტერში მოვიდოდაო. მაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის, დამიჯერეთ, გაგიჟდა, მაგრამ ბოლოს მართალ კაცად აღესრულებაო. მის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს კი უთხრა, მამა ნიკოლოზის მსგავსი ბერი საქართველოს არ ეყოლება. მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში სწორედ ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო.

მკითხველთა შთაბეჭდილებები