ჩემს 6 თვის შვილს ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა... ასევე თავს დაესხა ჩემს მეუღლეს... ძალადობის მუხლით აღძრულია საქმე...


ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ჯგუფუი "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და მოითხოვს სასწრაფოდ აღნიშნული პოსტის წაშლას.

"იმიტომ რომ მის კაიფში განგრეულ უცხოელ მეგობარი ალიკაპის გარეშე ძაღლით მოადგა 6 თვის ბავშვს 1 მეტრში და მიმტანმა სთხოვა ძაღლის ეშინიათ და მოშორებით გაიყვანეთო!! ამის გამო ქალი გამოვარდა და თავს დაგვესხა!! დანარჩენს გაიგებთ და ნახავთ! ვინც მოძალადის დაცვას აპირებს უარესი მოძალადეა!"

"ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ჯგუფი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან.. მოვითხოვ წაშალოთ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი!
საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! ძალადობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 126-ე მუხლით. არსებობს ვიდეო მტკიციბულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავცრელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!" - წერს გიორგი გასვიანი

ასევე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აღნიშნული პოსტის კომენტარებში აღნიშნული ძალადობის ვიდეო კადრებსაც ასაჯაროვებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები