ნიკა კვარაცხელიას დედა 13 წლის მარიტაზე ემოციურ განცხადებას აკეთებს – ჩემმა შვილმა და მარიტამ იცოდნენ მალე მოკვდებოდნენ და…


თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ვაკის პარკის ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ჩვენმა შვილებმაც ხომ იცოდნენმ რომ მალე მოკვდებოდნენ და რატომ დაიბადნენ???

რატომ სუნთქავდნენ? რატომ თამაშობდნენ, რატომ? რატომ?

მეც შვილმოკლულმა, განადგურებულმა დედამ ვიცი! კარგად ვიცი ეშმაკთან ბრძოლის საფრთხეები, მაგრამ სვეტიცხოვლის მადლი შეგეწიოს ჩემო ბედკრულო და გათითოკაცებულო ქვეყანავ…

მართალთა შორის განისვენე ანგელოზად გაფრენილო პატარა მარიტა იქ ზეცაში მფარველად, უფლისწულნი გელიან: ნიკო, გიორგი, მირიანი, ლუკა…

ჩვენი ხვედრი კი მიწაზე ტანჯვა და იმიერში შვილებთან ჩახუტების იმედია”,- წერს კვარაცხელიას დედა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები