უგემრიელესი შოკოლადში ამოვლებული გაყინული ბანანის ნამცხვრის რეცეპტი


Frozen Banana Bites ( გაყინული ბანანის ნამცხვარი )

შემადგენლობა:

1. ერთი ბანანი
2. 1/2 ჭიქა შოკოლადის მონეტები
3. ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი
4. ორი კრეკერის (ვაფლის) ნაჭერი
5. კრემი (მაგ: ზეფირის)

მომზადება:

დავჭრად ბანანი 12 ნაჭრად. დავნაყოთ კრეკერი (ვაფლი) დალუქულ პლასტიკურ ტომარაში. მიკროტალღურ ღუმელში ერთი წუთის გნმავლობაში გავადნოთ შოკოლადი ქოქოსის ზეთთან ერთად, შემდეგ ამოვავლოთ ბანანის ნაჭრები შოკოლადში და დავაწყოთ საცხობ ფურცელზე (ცვილის), მოვაყაროთ შოკოლადში ამოვლებულ ბანანის ნაჭრებს კრეკერი (ვაფლი).
თუ უკვე ეს ყველაფერი გააკეთეთ, ახლა დროა შევაერთოთ ორი ბანანის ნაჭერი, ხოლო მათ შორის მოვასხათ კრემი, გავყინოთ თქვენს მიერ მომზადებული მასალა 15 წუთის განმავლობაში და ყველაფერი მზად არის !

მიირთვით და ისიამოვნეთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები