ფენოვანი ცომი 10 წუთში!


ინგრედიენტები:

ფქვილი 500 გრ
დარბილებული კარაქი ან მარგარინი 200 გრ
კვერცხის გული 1 ცალი
არაჟანი, კეფირი ან მაწონი, 100 მლ
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
ფქვილში ხელით კარგად ასრისეთ დარბილებული მარგარინი ან კარაქი. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და არაჟანი (კეფირი ან მაწონი). მოზილეთ ცომი. თუ ცომი წებოვანია, დაუმატეთ ფქვილი. მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. ცომი მზად არის. მისგან შეგიძლიათ გამოაცხოთ ორცხობილები ღვეზელები, ხაჭაპური და სხვა...

რაც უფრო თხლად გააბრტყელებთ მიღებულ ფენოვან ცომს, მით ნაკლები ფენებით გამოვა.

ამ რაოდენობის ინგრედიენტებიდან გამოდის 4 ფირფიტა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები