10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა


მოდის ინდუსტრიას ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდა და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ პოდიუმზე და ცნობილი ჟურნალის ყდებზე მხოლოდ ულამაზეს, სპორტული აღნაგობის მქონე მოდელებს ვხედავდით, თუმცა 21-ე საუკუნეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა...

10. რიკ ჯენესტი, ბიჭუნა-ზომბი

10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა

რიკის მთელი სხეული დაფარულია ტატუებით, რის გამოც მისთვის პოდიუმზე და მოდის ინდუსტრიაში მოხვედრა წარმოუდგენელი იყო. ეს ადამიანი მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, მონაწილეობა უამრავ შოუში და მთელი ცხოვრების მანძილზე იკეთებდა ახალ-ახალ ტატუებს, რისი წყალობითაც მან საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. მოგვიანებით მის შესახებ შეიტყო ლედი გაგას მოდის დირექტორმა და რიკი მის ერთ-ერთ კლიპში აღმონდა. მოგვიანებით ეს მამაკაცი იქცა ''Jay-Z's"_ის მოდის ხაზის სახედ და მისი ფოტოები დაიბეჭდა ისეთი ცნობილი ჟურნალების ყდებზე, როგორებიცაა: ''Vogye'' და "GQ". რიკმა ასევე გააფორმა კონტრაქტი კომპანია '' L’Oreal''_თან და ''Dermablend''_თან.

9. მოფი, ელამი გოგონა მოდის ინდუსტრიაში

10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა

თავდაპირველად მოფი შეამჩნიეს 14 წლის ასაკში, თუმცა იქამდე, სანამ გოგონას 18 წელი შეუსრულდებოდა, მისი მოდის ინდუსტრიაში ჩართვა შეუძლებელი იყო. უკვე 18 წლის ასაკში გოგონას სურათი გამოჩნდა ჟურნალ ''Pop"_ის ყდაზე და იქცა უამრავი ადამიანის განკითხვის ობიექტად, რადგან მოდის სამყარო უბრალოდ მზად არ იყო ელამი გოგონასათვის. მოკლედ, ამ ფაქტმა ვერ შეუშალა ხელი მოფის წარმატების მიღწევაში. სწორედ მისი წყალობით უამრავ არასრულფასოვან ადამიანს გაეხსნა გზა სამოდელო კარიერაში ტრიუმფის მოსახდენად.

8. დაფნა სელფი, 87 წლის მოდელი ბიკინში

10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა
10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა

როგორც წესი, სამოდელო კარიერა დიდხანს არ გრძელდება, რადგან ნებისმიერ სააგენტოს ესაჭიროება ახალგაზრდა და ლამაზი მოდელები, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოდის ინდუსტრიაში შეუცვლელები არიან. მაგალითად: კეიტ მოსი და სინდი კროუფორდი, ხოლო ყველაზე ხნიერი მოდელის ტიტული ეკუთვნის 87 წლის ქალბატონს, რომელმაც კარიერა 70 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პირველად იგი გამოჩნდა ჟურნალ ''Vogue''_ს ყდაზე. დაფნამ გააფორმა კონტრაქტი ევროპის ყველაზე დიდ სააგენტოსთან, სადაც მოღვაწეობდნენ ლინდა ევანგელისტა და ტვიგი. ქალბატონმა მონაწილეობა მიიღო ისეთი ბრენდების კამპანიებში, როგორებიცაა: " TK Maxx'' და "Vans". ამჟამად მისი შემოსავალს შეადგენს $2000 დღეში.

7. შანტელ ვინი, გოგონა ვიტილოგოთი

10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა

4 წლის ასაკში შანტელს დაუდგინეს ვიტილოგო - დაავადება, რომელის შედეგადაც ირღვევა კანის პიგმენტაცია. როდესაც გოგონა გაიზარდა, მას იმდენად სცხვენოდა საკუთარი არასრულფასოვნების, რომ მაქსიმალურად ცდილობდა ნაკლის დაფარვას ნებისმიერი საშუალებით და ძალიან ბევრს შრომობდა, რათა იგი აეყვანა რომელიმე სამოდელო სააგენტოს. დიდი წვალების შედეგად მან მიიღო სამსახური ''America’s Top Model''_ში და მოგვიანებით იქცა პორტუგალიური ბრენდის, ''Desigual''_ის სახედ.

6. კეისი ლეგლერი, ქალბატონი მამაკაცის როლში

10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა

კეისი ლეგლერმა პირველად მიიქცია ყურადღება ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს 1996 წელს, როდესაც იგი გამოჩნდა გადაპრსული თავით, თუმცა სამოდელო კარიერა მან დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფ კას ბრიდს დასჭირდა მისი ფოტო მამაკაცის ჟურნალის, ''Muse"_ის ყდისთვის. ფოტოგრაფმა კეისის ფოტო გააგზავნა სააგენტო ''Ford Models"_ში, რომელმაც მომენტალურად გააფორმა კონტრაქტი ქალბატონთან.

5. ჯილიან მერკადო, მოდელი კუნთოვანი დისტორფიით

10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა
10 ყველაზე არასტანდარტული, არასრულფასოვანი მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ფურორი მოახდინა

ჯილიანი დაბადებიდან შეპყრობილია კუნთოვანი დისტორფიით, რის შედეგადაც მას არ უნვითარდება კუნთები. ქალბატონი არასდროს ოცნებობდა სამოდელო კარიერაზე, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ლედი გაგას დირექტორმა იხილა იგი კასტინგზე, სადაც ჯილიანი მხოლოდ ხუმრობის მიზნით მივიდა. ამ ფაქტიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ ქალბატონი იქცა ''Diesel"_ის ახალი კამპანიის სახედ.

გააგრძელე კითხვა: 1 2

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: