7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!


ტკივილი წელის არეში სახუმარო ნამდვილად არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ცხოვრების როგორი სტილი გაქვთ, წელის ტკივილმა შესაძლოა შეაწუხოს თითოეული ადამიანი და ეს აუტანელია! სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გასწავლით რამდენიმე მარტივ და ეფექტურ ვარჯიშს, რომელიც მომენტალურად გაგიქრობთ ტკივილს!

7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!ვარჯიში 1

დაწექით ზურგზე. მარჯვენა ფეხი მოხარეთ მუხლში, ხოლო მარცხენა ფეხი ამოწიეთ ზემოთ. შემოხვიეთ მარცხენა ფეხს ორივე ხელი და მიიზიდეთ იგი თქვენსკენ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორჯერ ორივე ფეხისთვის.



7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!ვარჯიში 2

დაწექით ზურგზე. ორივე ფეხი მოხარეთ მუხლებში. მარცხენა ფეხს შემოხვიეთ ორივე ხელი და მიიზიდეთ იგი მაქსიმალურად. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორჯერ ორივე ფეხისთვის.

7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!ვარჯიში 3

დაწექით ზურგზე. მარჯვენა ხელი გაშალეთ ჰორიზონტალურად. მარცხენა ფეხი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ ფორმაში, ხოლო მარჯვენა ფეხით უნდა გადააჯვარედინოთ მარცხენა ფეხზე მაქსიმალურად (შეგიძლიათ მიახმაროთ მარცხენა ხელი). გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორჯერ ორივე ფეხისთვის.

7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!ვარჯიში 4

დაწექით ზურგზე. მარცხენა ფეხი მოხარეთ მუხლში, ხოლო მარჯვენა ფეხი გადაადეთ მას ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ნელ-ნელა ხელის დახმარებით მიიზიდეთ მარცხენა ფეხი თქვენსკენ. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 30 წამით. შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ ეს ვარჯიში.

7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!ვარჯიში 5

დადექით მარცხენა მუხლზე და გაჭიმეთ იგი მაქსიმალურად. ამ მდგომარეობაში შეიკავეთ თავი 30 წამით. შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ ვარჯიში.






7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!ვარჯიში 6

დაწექით მარჯვენა გვერდზე. მარცხენა ფეხი მოხარეთ მუხლში და მოეჭიდეთ მას ხელით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ძალიან ფრთხილად მიიზიდეთ ფეხი თქვენსკენ ხელის მეშვეობით ისე, რომ იგრძნოთ დაძაბულობა მარცხენა ბარძაყში. წელი ამ დროს ძალიან არ უნდა დაიტვირთოს. შეიკავეთ თავი ამ პოზაში 30 წამით. გადაბრუნდით და შეასრულეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის.

7 ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიში, რომელიც დაგავიწყებთ წელის ტკივილს!ვარჯიში 7

დაიკავეთ მაგიდასთან ისეთი დისტანცია, რომ მას ხელით სწვდებოდეთ. მოიხარეთ მცირედით მუხლებში და წაიწიეთ წინ სულ ოდნავ, რათა თითებით მისწვდეთ მაგიდის კუთხეს. თავი აუცილებლად დაიჭირეთ მხრების დონეზე. შეიკავეთ თავი ამ პოზაში 10 წამით.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: